საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე მიიღება.
მინისტრი სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით რუმინეთში და როგორც განაცხადა, საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან ძალიან მალე განიხილავს
ფლორენს პარლის თქმით, რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაძაბულობის ზონაშია.