დიდი ბრიტანეთი უკრაინის კრიზისის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შესაძლო განლაგება „კრემლს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის“.
BBC-ს ცნობით, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში თავიანთ კოლეგებთან შესახვედრად ემზადებიან, რათა დეესკალაცია წაახალისონ. ბორი ჯონსონი კი უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ასევე ეწვევა აღმოსავლეთ ევროპას ამ კვირაში, დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს და დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მოკავშირეების გვერდით იქნება.
„თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და ნგრევის გზას, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის. უკრაინამ თავისუფლად უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ჯონსონმა.