ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს COVID19-თან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას გამართავენ.
ღობისძიება ნიკოლოზ ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართება და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე დაესწრებიან.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ეს დახმარება ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID19-ის პანდემიის პერიოდში უწევს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.