დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, დამძიმებულ პაციენტებს შორის, ასევე, გარდაცვლილებს შორის, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიც იყვნენ.
„17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებელსაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებელსაც, რომელიც, ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე „იმედის“ ცნობით.
საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.