საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირების სახით შევიდა საკანონმდებლო პროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმეგ არის მიმართული.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს.
"ამ პროექტის მიხედვით პარტიას რომლის წევრებსაც გააუქმდება საპარლამენტო მანდატები (რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან), სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანხმად, იგივე პარტიები ასევე ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩვენებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან. საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორიელებელნ რადიკალური ოპციზიციური პარტების წარმომადგენლები და მათი ბულინგის და შანტაჟის ქვეშ მყოფი პარტიები, არის სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისკენ მიმართული ქმედება. რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამ გვარ რეაგირებას ითვალსიიწნებ კანონპროექტები რომელიც პარლამეტშია ინიცირებული და მომავალი კვირიდან დამტკიცდება", -განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. პარტიებს მიმართვის უკან გასაწვევად 7 დღის ვადა აქვთ. მანდატების გაუქმება ჯერ არ მოითხოვია შემდეგ პარტიებს : "გირჩს" ,"მოქალაქეებს" და "პატრიოტთა ალიანსს"