საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო მთელი წლის ჯამურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 10.6% შეადგინა.
„2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში“, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.