ოქროს ფასი უნციაზე 3,800 აშშ დოლარს ჩამოსცდა და 2025 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, 14-თვიან მინიმუმს მიაღწია. სპოტ-ოქროს ფასი დღის განმავლობაში დაახლოებით 3,790 დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის დეკემბრის COMEX-ის ოქროს ფიუჩერსები 1.73%-ით დაეცა და 3,797.30 დოლარი შეადგინა.
ოქრო ტროას უნციაზე 3,841.5 დოლარად ივაჭრებოდა, რაც 1.44%-იან კლებას ნიშნავს. 06:36 საათისთვის ვარდნის ტემპი შენელდა და ფასმა ტროას უნციაზე 3,803 დოლარი შეადგინა, რაც 1.3%-იან შემცირებას ნიშნავს.
ფასების კლებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. Saxo Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მათ შორისაა ინფლაცია, რომელიც აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის მოლოდინს აძლიერებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის სექტორთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ბაზარზე ზოგად საინვესტიციო განწყობებზე უარყოფითად მოქმედებს.