„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნოდარ შეროზიას არჩევას გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ შანსები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შემცირდეს.
„მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას. რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება „ქართული ოცნება“ და აუცილებლად ბათუმშიც. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები! ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!", - წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა.