მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა იყო საკმაოდ ძლიერი და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად, ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარის შეფასებისას აღნიშნა.
გაბუნიას თქმით, პანდემიის მართვის მოდელზე დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რათა ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ.
"ყველას გვესმის, რომ პანდემიის მართვა ძალიან რთული პროცესია. ამას სჭირდებოდა მულტისექტორული და არაკომპლექსური ჩარევა. ვფიქრობ, მალე კიდევ დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რადგან მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ გაკეთდეს შუალედური შეფასება, არა იმისთვის, რომ ხარვეზები მაინცდამაინც გამოვლინდეს, არამედ იმისთვის, რომ გამოცდილება გაზიარდეს და ქვეყნებმა დაინახონ ვინ, სად, როგორ, რას პასუხობდა.
ამ შემთხვევაში მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, საკმაოდ ძლიერი იყო და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა.
რა თქმა უნდა, კლინიცისტები სხვა დროსაც საუბრობენ და ზოგადად, ყველა საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია მეტი აქცენტი იმ წესების დაცვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. თუმცა, რა თქმა უნდა საფუძვლიანი ანალიზი ამისი კიდევ ჩატარდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ასევე წაიკითხეთ