პირველ ნიღაბი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ვირუსები, ბაქტერიები და აქროლადი ორგანული ნაერთები, 300 ევრო ეღირება.
ნიღაბი ფილტრავს მიკრო და ნანონაწილაკებს; უზრუნველყოფს სრულ დაცვას ვირუსებისგან (SARS COV 2-ის ჩათვლით), ბაქტერიებისგან. უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას/სუნთქვას. AIRXÔM ნიღბის ეფექტურობა დამოწმებულია ექსპერიმენტული პროტოკოლით, რომელიც ჩატარდა ამ სექტორში აღიარებული გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ.
მაგალითად, ლიონის VIRNEXT კვლევითი ტექნოლოგიების ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა ვირუსულმა ტესტებმა მისი ეფექტურობა აჩვენა და უზრუნველყო:
SARS-CoV-2-სგან 99.94%-ით, H1N1 -სგან 99,99%-ით დაცვა; ადენოვირუსისგან 99,94%-ით დაცვა.
ნიღაბი 130გ იწონის, საცალო ფასი 300 ევროა და უკვე ხელმისაწვდომია airxom-mask.com ვებგვერდზე, თებერვლიდან საფრანგეთის აფთიაქებში გამოჩნდება.
ფრანგულმა medtech AIRXÔM-მა 5 იანვარს, ლას-ვეგასში, წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ნიღბი, რომელიც იცავს ჰაერის დაბინძურების, ვირუსებისა და ბაქტერიების ზემოქმედებისგან. აბსოლუტური დაცვა შესაძლებელი გახდა ნიღაბში გამოყენებული ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებით, რაც ფრანგული კომპანიის მიერ წარმოებული კვლევებისა და ნოუ ჰაუს შედეგია.