დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონ“ გადატანილები შესაძლოე, ამავე შტამის მეორე ვარიანტით დაინფიცირდნენ. იმნაძის განმარტებით, ამ ვირუსით ადამიანი შესაძლოა, გადატანიდან ერთ თვეში დაინფიცირდეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით, სამეცნიერო მტკიცებულება ჯერ კიდევ არასაკმარისია
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, „ომიკრონის“ ქვეშტამი უფრო სწრაფად 10%-ით მეტად ვრცელდება.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ასევე წაიკითხეთ: