საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
„საქართველოს პრეზიდენტთან განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს პოლიტიკური დებატების სივრცე ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე“, - აღნიშნულია ტექსტში.