საპარლამენტო მანდატის გაუქმება "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს მოითხოვა. მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.
„ამ ბოიკოტის რეჟიმს პროცედურულად აღსრულება სჭირდება, პირადად მე ვაპირებ ახლა აღვასრულო“,-აცხადებს ჯაფარიძე. ჯერ უცნობია იზიარებენ თუ არა ზურაბ ჯაფარიძის პოზიციას "გირჩის" დანარჩენი წარმომადგენლები.
„გირჩის“, „მოქალაქეების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, მანდატების გაუქმება, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ 16 დეკემბერს მოითხოვა. ლეობორისტულმა პარტიამ 15 დეკემბერს.
"გირჩის" ლიდერის პარლამენტში მისვლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარდგენილი ორი ახალი კანონპროექტი დაანონსა. კანონპროექტის თანახმად პარტიას რომლის წევრებსაც გააუქმდება საპარლამენტო მანდატები (რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან), სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანხმად, იგივე პარტიები ასევე ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩვენებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შომის ანაზღაურების განულებას იმ დეპუტატებისთის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
„გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სახელწიფო დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს.
„დაფინანსების შეწყვეტის გზით, მათ უნდათ, ოპოზიცია დათმობაზე წავიდეს, რაღაცეებს დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიებას ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორც აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი!“, - განაცხადა პარლამენტში მისვლამდე ზურაბ ჯაფარიძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა.
ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.