„დამპალი წინდის თოჯინა ადამიანის სახით“, ამ სიტყვებით, Tesla-ს დამფუძნებელმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოიხსენია.
ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებლის, Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის გაბრაზებას წინ უძღოდა ჯო ბაიდენის Twitter პოსტი, რომელიც მისი კონკურენტი, უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაცია, General Motors-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ასახავდა.
„კომპანიები, როგორიცაა GM-ი და Ford-ი აწარმოებენ უფრო მეტ ელექტრო მანქანას ამერიკაში, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია აშშ-ის ლიდერის ტექსტში.
თეთრმა სახლმა მიიწვია რამდენიმე წამყვანი ბიზნეს ლიდერი, მათ შორის General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა და Ford Motor-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი, რათა განეხილათ ბაიდენის 1,75 ტრილიონი დოლარის ღირებულების Build Back Better (BBB) კანონპროექტი. მასკი შეხვედრაზე მიწვეული არ იყო.