საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ სამომავლოდ საქართველოსთან დაკავშირებული ევროპული დოკუმენტების შექმნისას ტერმინთა ფორმულირების საკითხს გაითვალისწინებენ.
საუბარია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნაზე, რომელიც მიქსერის თქმით, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
„მე ჩავინიშნე თქვენი შეშფოთება ფორმულირებებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და თანმიმდევრულია. ჩვენ ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, როდესაც მომავალში შევიმუშავებთ ევროპულ დოკუმენტებს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ასევე წაიკითხეთ: ნიკოლოზ სამხარაძე სვენ მიქსერს: როგორ შეიძლება ამოვიღოთ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან, ეს ჩემი თხოვნა და მოწოდებაა