რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს მოსკოვის ბიუროს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ Deutsche Welle-ს რუსეთის ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაცია გაუქმდება, ხოლო სატელიტური და სხვა სახის მაუწყებლობა შეწყდება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ტელეკომპანიის ე.წ უცხოურ აგენტად აღიარების პროცედურას დაიწყებს.
2 თებერვალს, გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა.
გერმანულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზიის არქონაა.