NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორვეგიის მთავრობა ცენტრალური ბანკის ახალ მმართველს დღეს გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ 3 თებერვალს ჟურნალისტებმა NATO-ს გენერალური მდივანი ოსლოში შენიშნეს.
ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. მისი მანდატი 2022 წლის 30 სექტემბერს იწურება.
ამავე თემაზე
იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა