პოლონეთი უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების და თავდაცვითი იარაღის მორიგი პარტიის მიწოდების საკითხს განიხილავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამასთან, უკრაინის ელჩმა პოლონეთში ანდრი დეშჩიციამ სეიმის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდა პრაქტიკული დახმარებისა, რომელსაც პოლონეთი უკვე უწევს უკრაინას, პოლონელი პარლამენტარების ძლიერი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად და მათი მზადყოფნა, დაიცვან უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნებთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია.
ინფორმაციისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის თქმით, პირველი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი უკრაინაში მომავალ კვირაში გაემგზავრება.
ასევე წაიკითხეთ: პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის