"უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური ემუქრება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა მოამზადა სანქციების "მყარი" და "ყოვლისმომცველი" პაკეტი მოსკოვისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ყველაზე უარესი სცენარი განხორციელდება.
”არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა დიპლომატიაზე, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მკაცრი შედეგები და მძიმე საფასური მოჰყვება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.