მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი: 18 წლის ასაკიდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მგონია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელი ფრანკ ულრიხ მონტგომერი 18 წელს გადაცილებულების სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მოთხოვნა 2023 წლის ბოლომდე უნდა მოქმედებდეს.

„18 წლის ასაკიდან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა უახლოესი ორი წლის განმავლობაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება მგონია“, - განაცხადა მონტგომერმა.