ირანის პარლამენტის 290 წევრიდან 50-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის პარლამენტის 290 წევრიდან 50-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელმა დეპუტატმა ალირეზა სალიმიმ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო YJC-ს განუცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტის სესია ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით ჩატარდება.

პარლამენტის წევრებს შორის კორონავირუსის გავრცელების გამო ირანის პარლამენტმა გასული წლის აპრილში მუშაობა ორი კვირით შეაჩერა. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსს რამდენიმე დეპუტატი ემსხვერპლა.