თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
„COVID19-ის ტესტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან“, – ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.