"ეკონომიკურ კრისიზთან გამკლავების კუთხით, ასევე, კოვიდინფექციის პირობებში ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
"მიმდინარე წელს, გამოწვევების დროს, საქართველომ რამდენიმე რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით(OECD) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით." - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
პრემიერ მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ეკონომიკურ კრისიზთან გამკლავების კუთხით, ასევე, კოვიდინფექციის პირობებში ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. მადლიერი ვართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ მხარდაჭერისთვის, რომლის დახმარებითაც ავამოქმედებთ სტრუქტურულ რეფორმებს, რათა 2021 წელს უზრუნველვყოთ ეკონომიკირი ზრდა." - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.