პარლამენტი მთავრობის ახალ კაბინეტს რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს ნდობას

ახლად შეკრებილი პარლამენტი დღეს, 18 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს და მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში გააგრძელებს.

უმაღლესი საკანონდებლო ორგანო მინისტრთა ახალ კაბინეტს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დეკემბრის ბოლომდე რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს ნდობას.

რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

დღეს პარლამენტში ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, ასევე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა. დღესვე გაიმართება ბიუროს სხდომაც.