პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს.
კომიტეტის სხდომა გასულ კვირას იყო ჩანიშნული, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო და საკითხს ხვალ განიხილავენ.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, კომიტეტის მომზადებული დასკვნა იმის თაობაზე, უნდა შეუწყდეთ თუ არა აღნიშნულ დეპუტატებს სადეპუტატო უფლებამოსილება, პლენარულ სხდომას 14-18 თებერვლის კვირაში წარედგინება.