საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა. კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა, საკუთარი გადაწყვეტილებით სიები ჩახსნეს, შესაბამისად, მათ ადგილმონაცვლე დეპუტატები უკვე ვეღარ ჩაანაცვლებენ, ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტში 150 კანონმდებელი ვეღარ იმუშავებს.
ამასთან, საკუთარი გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოდან წასულ კახა კუჭავას ადგილს კი გია ცაგარეიშვილი დაიკავებს.