გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.

მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის ძირითადი თემები იქნება ნორმანდიის ფორმატში ძალისხმევის კოორდინაცია, რუსეთის შეკავების ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელება, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდება.

Reuters-ის წყაროს ცნობით, შეხვედრის არჩატარების მიზეზად მის „დაგეგმვასთან დაკავშირებული სირთულე“ დასახელდა.

ბრიტანული სააგენტოს ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალთან.