ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტზე, ვაშინგტონში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
თუმცა ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინასთან დაკავშირებით ჯერ ისევ შესაძლებელია. „არავინ აგროვებს 140,000 მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ქვეყნის საზღვარზე”, თუ ეს არ წარმოადგენს „ძლიერ საფრთხეს“, - განაცხადა ბორელიმ.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი, ოფიციალური ვიზიტით, რუსეთში იმყოფება.