დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ლონდონში, პოლონელ კოლეგასთან მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უოლესმა განაცხადა, რომ მოსკოვი უნდა ელოდოს სანქციებს, იზოლაციას და მეტ NATO-ს, თუ რუსეთმა დაუშვა სულელური შეცდომა და შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატა სურვილი, იყოს არამხოლოდ NATO-ს ნაწილი, არამედ მიჰყვეს მის მიერ არჩეულ გზას.
„გადაწყვეტილება არის ორმხრივი და იმის ნიშანი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ; გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ ბრიტანეთი და პოლონეთი ერთად დგანან“, -განაცხადა მინისტრმა.