ნეპალი ჩინეთს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ნეპალში, ჰუმლას დასახლებაში, რომელიც ნეპალს ეკუთვნის, ჩინეთის მთავრობამ შენობები ააშენა, - ამის შესახებ BBC წერს.

ბრიტანეთის მაუწყებელი ოფიციალური კატმანდუს შარშანდელ მოხსენებას ეყრდნობა, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა და ამბავმა მხოლოდ ახლა გაჟონა მედიაში.

ამასთან, ჩინეთის საელჩო კატმანდუში უარყოფს ნეპალის საზღვრის ხელყოფას, ნეპალის მთავრობას კი, BBC-ს კითხვებისთვის არ უპასუხია.