სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
მხარეებმა განიხილეს NATO-ს შემდგომი კოორდინაციის გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და აგრესიის საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთო ვალდებულებას და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ გადაწყვეტას. პირველმა დიპლომატებმა ასევე განიხილეს აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობები.
ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზეც ისაუბრეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც აშშ-ს შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად გადადგას.