იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის. უცხოური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო.
ამასთან, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და შიდა სივრცეებში.
ცნობისთვის, იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა.