თეა წულუკიანი: მოლოდინია, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, იუსტიციის მინისტრის გარდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება წარდგენილი.

როგორც ჟურნალისტებს წულუკიანმა განუცხადა, დადგენილ ვადებში დღე დღეზე ელოდებიან მთავრობის შემადგენლობის წარდგენას.

„საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, ვინც ჩემი ყოფილი კოლეგები იყვნენ. კომიტეტის მხრიდან იქნება დარგობრივი განხილვა და მოხდება მათი მხარდაჭერა. დეპუტატი ვარ და ვინ სად დარჩება, არ ვიცი, მაგრამ მოლოდინი არსებობს, რომ ძირითადად იგივე შემადგენლობა იქნება, იუსტიციის მინისტრის გარდა“, – განაცხადა წულუკიანმა.