საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს.
კერძოდ, რამდენიმე წუთის წინ დელეგაციის წევრები თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ამ წუთებში კი შეხვედრები იწყება საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში.
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთანაც და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.