თეგი: ლონდონი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს. კერძოდ, რამდენიმე წუთის წინ დელეგაციის წევრები თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ამ წუთებში კი შეხვედრები იწყება საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთანაც და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

ბენ უოლესი: ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს

ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს, რადგან „მიგ-29“ ტიპის მოიერიშეები არ ჰყავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „დიდი ბრიტანეთი ვერ მიაწვდის პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვთმფრინავებს, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ტიპის მოიერიშეები, „მიგ-29“ და სხვები. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს პოლონეთის გადასაწყვეტია, მხარს დაუჭერს თუ არა უკრაინას“, – განაცხადა ბენ უოლესმა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება

ლონდონში გამართულ აუქციონზე, ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 110 ათასი დოლარად გაიყიდა

ლონდონში გამართულ Christie’s აუქციონზე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქურთუკი 90 ათას ფუნტად (110 ათასი დოლარი) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. აუქციონი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად გაიმართა და ლოტის საბოლოო ფასმა მის თავდაპირველ ღირებულებაზე ორჯერ მეტი შეადგინა. ამასთან, თავად უკრაინის პრეზიდენტი აუქციონზე დამსწრეთა წინაშე წარდგა და მათ აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ ბორის ჯონსონს კი მან „მამაცი ბორისი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა კიევში, სადაც მაშინაც და ახლაც ომი მიმდინარეობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ლონდონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. ხვალ კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.  

პრეზიდენტმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022 გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე. "ქართული პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 25-მდე ქართული კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და 12 სტარტაპი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშერიამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქართული სტარტაპების მხარდაჭერისათვის, კონფერენციაში მონაწილეობისა და იმ საქმიანობისათვის, რომელიც მან პარლამენტში, დიასპორასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისათვის გასწია. „მე მართლა ამაყი ვარ, რომ თქვენ აქ ხართ დღეს, ამას ავხსნი რატომ. ქალბატონი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა დიასპორის კომიტეტს, ვიდრე მე ამირჩევდნენ. მან შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ ორმაგი მოქალაქეობით და კიდევ მრავალი სხვა შესაძლებლობით. როდესაც მე ეს კომიტეტი გადმოვიბარე, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ არის ქალბატონი პრეზიდენტისგან, მე ვნახე, რომ ჩვენ გვყავს ორმილიონამდე დიასპორის წევრი მთელს მსოფლიოში და ძირითადად, მოდიან ადამიანები, ვისაც აქვთ დიდი პრობლემები, მაგრამ ვისაც აქვთ შესაძლებლობები და ნიჭი ისინი ჩრდილში რჩებიან, ამიტომ ,,Globalize პლატფორმას“ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მათ აღმოგვაჩენინეს ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ძალიან კარგად მახსოვს პირველად სალომე კუკავა (კონფერენციის ორგანიზატორი და კომაპნია ,,Globalize" დამფუძნებელი), როდესაც ქალბატონ პრეზიდენტს ვთხოვე აუდიენცია და გადავწყვიტე, რომ ამეხსნა ქალბატონი სალომესთვის, (მე დღესაც ახალი ვარ ამ მიმართულებით, და ხშირად ვკითხულობ, როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპერობა და ინოვაცია საქართველოში). ქალბატონმა სალომემ ძალიან მარტივად შემაწყვეტინა და მითხრა, რომ მე ამ მიმართულებას ძალიან კარგად ვიცნობ, მათ შორის, ამ მიმართულებით წარმატებული ადამიანები არიან ჩემი ოჯახის წევრები. დანარჩენი გამოკითხეთ მერე, ,,Unicorn“ ყავს ოჯახის წევრი. და აი დღეს არის შედეგი, რომ ის ჩვენთან ერთადაა. შეგვპირდა, რომ ის აუცილებლად დაუჭერდა მხარს სტარტაპერებს და ინოვაციებს საქართველოს გარეთ და მადლობელი ვარ მისი“, - აღნიშნა ბექა ოდიშერიამ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, განცხადებით, ,,გლობალაიზ საერთაშორისო კონფერენცია“ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა სტარტაპკომპანიებისადმი და პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში. მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევს ქართულ სტარტაპებს. ,,ასეთი ფორმატი და პლატფორმა ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას. ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ინვესტორების მეტ ინფორმულობას და ასევე, ქართული კომპანიების ბრიტანულ ბაზარზე დამკვიდრებას,“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა.  

მედია: მიხაილ ფრიდმანი ლონდონში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

ლონდონში სავარაუდოდ, „ბორჯომის“ ყოფილი თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი დააკავეს, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.  ამის შესახებ რუსული მედია ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) გაავრცელა ინფორმაცია „მდიდარი რუსი ბიზნესმენის" დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. 58 წლის ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში პირველ დეკემბერს დააკავეს. ასევე დააკავეს მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი. ერთ-ერთი მათგანია მისი 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც სახლიდან ჩანთა ათასობით ფუნტი ნაღდი ფულით გამოიტანა. მეორეა ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის 39 წლის ყოფილი მეგობარი, რომელიც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშა ეჭვმიტანილი. ბიზნესმენის დაკავების ოპერაციაში NCA-ს 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. მის სახლში ჩხრეკისას მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა. „ეს ოპერაცია არის უახლესი NCA ინტერვენციებიდან, რომლებიც მიმართულია კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის შეზღუდვისკენ,” - თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრემ ბიგარმა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის  დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. 13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.  

რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მიხაილ ფრიდმანი, რომელიც ლონდონში, საკუთარ სახლში დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათვისუფლდა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის უწყების ცნობით, 58 წლის კაცი ერთ-ერთია დაკავებულებს შორის, რომლებიც კლეპტოკრატიასთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა. როგორც ირკვევა, სულ სამი ადამიანი დააკავეს. მედიაში 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონში სავარაუდოდ, „ბორჯომის“ ყოფილი თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი დააკავეს, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.  „მანამდე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) გაავრცელა ინფორმაცია „მდიდარი რუსი ბიზნესმენის" დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. 58 წლის ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში პირველ დეკემბერს დააკავეს. ასევე დააკავეს მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი. ერთ-ერთი მათგანია მისი 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც სახლიდან ჩანთა ათასობით ფუნტი ნაღდი ფულით გამოიტანა. მეორეა ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის 39 წლის ყოფილი მეგობარი, რომელიც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშა ეჭვმიტანილი. ბიზნესმენის დაკავების ოპერაციაში NCA-ს 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. მის სახლში ჩხრეკისას მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა“, - წერდა მედია. „ეს ოპერაცია არის უახლესი NCA ინტერვენციებიდან, რომლებიც მიმართულია კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის შეზღუდვისკენ,” - თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრემ ბიგარმა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის  დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. 13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.

ლონდონში დააკავეს კაცი, რომელმაც სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა

ლონდონში დააკავეს კაცი, რომელმაც 14 იანვარს ქალაქის ცენტრში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნა და ექვსი ადამიანი დაჭრა, მათ შორის შვიდი წლის გოგონა. ლონდონში თავდასხმის შედეგად 5 პირი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია მედიის ცნობით, თავდამსხმელი 22 წლის კაცია. მისი მანქანა კრიკლვუდის შესახვევში კვირას, 15 იანვარს, საღამოს 4:00 საათზე გააჩერეს. ის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 14 იანვარს, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა ლონდონის ცენტრში მდებარე ეუსტონის სადგურზე. სროლის შედეგად დაშავდა ოთხი ქალი და ორი 12-ისა და 7 წლის გოგო.  

ლონდონში თავდასხმის შედეგად დაჭრილი 7 წლის გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია

ლონდონში, სროლის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია.  დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან.  შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა იუსტონის რკინიგზის სადგურთან ახლოს, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონიალი ტარდებოდა. ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა სამი ქალი და 7 და 12 წლის ბავშვები. პოლიციის განმარტებით, თავდამსხმელმა მოძრავი ავტომობილიდან გაისროლა.  თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  

ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა გზაზე უკრაინის გიგანტური დროშა გამოსახეს

ლონდონში რუსეთის საელჩოს წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის აღსანიშნავად, აქტივისტებმა უკრაინის გიგანტური დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჯგუფმა Led By Donkeys-მა თავისი სურათი Twitter-ზე გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია მოძრაობა ლურჯად და ყვითლად შეღებილ გზაზე.  

ლონდონში ხმლით შეიარაღებული კაცი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს

ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმლით შეიარაღებული კაცი რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, ორ პოლიციელს თავს დაესხა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცი, თავდაპირველად, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, შემდეგ კი „საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიციის ორ თანამშრომელს“ თავს დაესხა. თავდამსხმელი დაკავებულია და პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.