ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი სირიის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის სროლისთვის.
მათივე ცნობით, ავიაიერიშების შედეგად სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე ბატარეა განადგურდა.
ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ სირიის მხრიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით, ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევებმა დასახლებულ პუნქტ ჰომეშის მახლობლად მცირე ხანძარი გააჩინა.