რუსეთი, ბელარუსთან ერთად, დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ BBC იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ათდღიანი იქნება და მასში 30 000-მდე რუსი სამხედრო, ასევე „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელი მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, ბელარუსში იმყოფება რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი.