იაპონიამ, შეერთებული შტატების თხოვნის შემდეგ, გადაწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გარკვეული ნაწილი ევროპისკენ მიმართოს, თუ უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდების დარღვევას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობა ამ გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ ოთხშაბათს გამოაცხადებს.
ამასთან, წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატებისგან თხოვნის მიღების შემდეგ, იაპონია დახმარების ფორმების საკითხს განიხილავდა.