საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა, რომელთა მიმართაც პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ.
„ამ შემთხვევაში პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ უფლებამოსულების შეწყვეტის საფუძვლად არის გამოყენებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ხანდაზმული მუხლის საფუძველზე გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგეხსენებათ, დეპუტატებს შეუძლიათ, გაასაჩივრინ მათი უფლებამოსულების შეწყვეტის გადაწყვეტილება და მე ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ,