ეროვნული ბანკი კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.