NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ.
ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.