დმიტრო კულება: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერია, ჩვენ ვიცით აშშ-ის პოზიცია

ჯო ბაიდენის განცხადებაში არაფერია ახალი. ჩვენ ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც ბაიდენმა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია. მათ ასეთი განცხადებები უკვე გააკეთეს, დაიწყეს საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციით. ამიტომ, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რადიკალურ ცვლილებაზე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.