რუმინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგია

„ალიანსის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის არსებობა - ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის, რომელიც ქმნის ძლიერ თავდაცვას და ძლიერ შეკავებას“, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ჯარის განთავსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სავსებით აშკარაა, რომ ჩვენ გვქონდა საჭიროება, გვყოლოდა მეტი ჯარი აღმოსავლეთ ფლანგზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის არეალში ყველა ევოლუციის გამო. ასე რომ, ამ დღეებში ამ ჯარების აქ ყოლა, რუმინეთში ჩამოსვლა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და გვჯერა, რომ ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს ევროპის ამ მხარეში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას, ვაგრძელებთ. ასე რომ, მჯერა, რომ რუმინეთის როლი მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.