სამეგრელოში კოვიდინფიცირებული 32 წლის კაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 32 წლის კაცი გარდაიცვალა.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. კლინიკის მენეჯერის ნინო აკობიას ინფორმაციით, პაციენტი სახლში მკურნალობდა და საავადმყოფოში მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს ოთხი დღის განმავლობაში გადიოდა.

მისი თქმით, 32 წლის კაცს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, თუმცა, კლინიკაში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდებში ლეტალობის მაჩვენებელი 0,5 პროცენტია. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებულიგარდაიცვალა.