საფრანგეთი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კოვიდტესტის მოთხოვნას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა, რომლის თანახმად, ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა დღემდე შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით.
სრულად ვაქცინირებულად ითვლებით იმ შემთხვევაში თუ: Pfizer, Moderna, AstraZeneca - მეორე დოზიდან გასულია 7 დღე; ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა; COVID გადატანილების აცრიდან გასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა); პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ Sinopharm-ის (BBIBP-CorV) და Sinovac-ის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, ასევე აიცრნენ Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით და გასულია 7 დღე.
საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. „ბუსტერ“ დოზა თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის „ბუსტერ“ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი.