12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი ამერიკული მხარეა.
„ამერიკულმა მხარემ პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვა ითხოვა. ამ მოთხოვნას წინ უძღოდა ამერიკული მხარის წერილობითი მიმართვა. შესაბამისად, 12 თებერვალს, საღამოს ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი გაიმართება“, - აცხადებს პესკოვი.