„ახალგაზრდობა საქართველოში სოფლის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელია. ახალგაზრდა მეწარმეების გაძლიერებით, ჩვენ გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ მათ, გამოავლინონ ინოვაციური შესაძლებლობები და განახორციელონ ბიზნეს იდეები“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივიზე საუბრისას, რომლისბ თანახმად, 11-12 დეკემბერს ჩატარდა ბიზნეს სტარტაპების საწვრთნელი ბანაკების, „ბუთკემპების“, მეოთხე რაუნდი, რომელიც პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ონლაინ სივრცეში გაიმართა.
„ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როცა ყველა ვერთიანდებით პანდემიის გამოწვევების დასაძლევად“, - განაცხადა ევროკავშრის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.