კუნძულ მადაგასკარზე, ციკლონ „ბაქცირაის“ 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კუნძულ მადაგასკარზე, ციკლონ „ბაქცირაის“ 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 000-მდე პირს კი, საცხოვრებლის დატოვება მოუწია, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

სტიქიამ 124 000-მდე ადამიანს დაუნგრია ან დაუზიანა სახლი.

ამასთან, ადგილობრივ სამსახურებს ეხმარებიან სამაშველო ჯგუფები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.