პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხი განიხილება და დიდი ალბათობით გაყოფა მოხდება.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით სამინისტროების გაერთიანებით, თავიდანაც შეცდომა დაუშვეს.
მისი თქმით, მთავრობის დაკომპლექტებისას მნიშვნელოვან ცვლილებები არ მოხდება, გარდა იუსტიციის მინისტრის შეცვლისა და კულტურის სამინისტროს ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბებისა.
“მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში არ უნდა მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება., - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.