4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძემ განმარტა, რატომ უწყვეტს პარლამენტი უფლებამოსილებას კახა კუჭავასა და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს.
„ბატონმა კახა კუჭავამ ნებაყოფლობით მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა და მოგეხსენებათ, ეს წარმოადგენს საფუძველს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მას გაწეული შრომისთვის საქართველოს პარლამენტში და დიდ წარმატებას ვუსურვებ მომავალში.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, 2 დეპუტატის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის, რაც კანონმდებლობითა განსაზღვრული. ეს გახლავთ პლენარული სხდომებისა და საპარლამენტო საქმიანობის ფუნქციის განუხორციელებლობა არასაპატიო მიზეზით", - განაცხადა სარჯველაძემ.